პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს 
23-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგის - სირან პოდოსიანის ხელმძღვანელობით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, დედამიწის შესახებ საინტერესო ფაქტები გააჟღერეს, პოსტერები მოამზადეს და თავიანთი ნაშრომების შესახებ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც როგორც მოსაწავლეები, ასევე მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ. ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისა და ბუნებისმეტყველების საგნის ბილინგვური სწავლების სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ხეები და ბუჩქები დაირგო. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203