ჩქუმის საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად იზრუნეს
19-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვს. 

ამ მიმართულებით კი, სკოლაში არაერთი აქტივობა ხორციელდება. ამჯერად, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე ერთობლივად იზრუნეს. 

მათ სამუშაო ხელთათმანები მოირგეს, ეზო დაალაგეს, ასფალტზე ყვავილები დახატეს და დაწერეს, რომ თავიანთი სკოლა უყვართ. 

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ სასკოლო გარემო კიდევ უფრო გაალამაზეს, რაც ყველასთვის მამოტივირებელი და სასიამოვნოა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203