„ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ - წყალტუბოს N1 სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა
19-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კვირეული აქტიურად მიმდინარეობს.

კვირეული გაიხსნა ეკოკლუბი „ნიამორის“ ღონისძიებით, რომელიც მიეძღვნა დედამიწის დღეს სახელწოდებით: „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“.

ღონისძიება დაიწყო ფლეშმობით. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ყურადღება გაამახვილეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ისაუბრეს გარემოს დაბინძურების უარყოფით გავლენაზე, ნარჩენებზე, მის დახარისხებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღონისძიება მიმდინარეობდა სააქტო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი: ფაქიზო ფანჩულიძე, სკოლის სასწავლო ნაწილი და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი: დალი სილაგაძე, კათედრის ხელმძღვანელი და ფიზიკის მასწავლებელი: ირინა ალავიძე, ბიოლოგიის მასწავლებლები: ნატალია მანდარია და ნანა ლობჯანიძე და გეოგრაფიის პედაგოგი: მზია კუბეცია.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წინასწარ დამზადებულ მუყაოს ყუთებში საკლასო ოთახებიდან შეაგროვეს პლასტმასის, ქაღალდის და მინის ნარჩენები, შემდეგ კი დაასუფთავეს სკოლის ეზო.

აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VIII, VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეები.

სკოლაში, ყველა მოსწავლეს გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203