მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
02-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. 

მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, შედეგად კი სიგელით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა ოლგა მელიქიძემ. 

„მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომით, რაც მათი სამომავლო წარმატებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“,- სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203