ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციების გამოფენა მოაწყვეს 
02-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა - ვენერა სეირანიანმა და მოსწავლეებმა შექმნეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ხელნაკეთი ნივთები. სკოლაში, ასევე მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა, სადაც საუკეთესო ხელნაკეთი ნამუშევრის შესრულებისა და აქტივობაში მონაწილეობისთვის თითოეული მოსწავლე დაჯილდოვდა - მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

გამოფენის ბოლოს ბავშვებმა, სურვილისამებრ საჩუქრად გადასცეს მასწავლებლებს თავიანთი ნამუშევრები.

სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203