კულიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სააღდგომო ღონისძიება
02-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ასევე სააღდგომო, თემატური ნამუშევრები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203