ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხელით შექმნილი მუსიკალური საკრავები და საინტერესო კედლის გაზეთი
17-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე წარადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი მუსიკალური საკრავები (მუყაო, ბამბუკი), ისაუბრეს ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების ისტორიის შესახებ.

ბავშვებმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც შემოქმედებით უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

​ეს დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203