ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო თემატიკას ნამუშევარი მიუძღვნეს
30-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელ ივეტტა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, სააღდგომო პლაკატი გააკეთეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

პლაკატი ძალიან ლამაზი და ფერადი გამოვიდა, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203