თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო რაგბის ფესტივალში მონაწილეობდნენ
30-04-2024

თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, VI⁵ და VI⁷ კლასის მოსწავლეები სასკოლო რაგბის ფესტივალში მონაწილეობდნენ. თაგრაგბის ფესტივალი, აპრილის თვეში, თბილისის მასშტაბით, ლოკომოტივის სარაგბო მოედანზე გაიმართა.

თაგრაგბს N175 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - ნინო ელოშვილი ხელმძღვანელობდა. ტურნირის მონაწილეებმა ჯერ ერთობლივად ივარჯიშეს, შემდეგ ითამაშეს. დასკვნით ეტაპზე, მონაწილეობისთვის, სამახსოვრო სიგელები და თასი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N175 საჯარო სკოლა თაგრაგბის ტურნირში ყოველწლიურად ერთვება. „ასეთი ტურნირები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203