ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში კითხვის კლუბი - „ატაგენუსი“ წარმატებით მუშაობს
30-04-2024
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის კითხვის სიყვარულით გამოირჩევიან. 

თებერვალში სკოლაში, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებითი კლასების (III - IV) მოსწავლეებისთვის კითხვის კლუბი - „ატაგენუსი“ გაიხსნა. მას დაწყებითი კლასების (I -VI) წამყვანი მასწავლებელი - ელენე კოკელაძე ხელმძღვანელობს. კლუბის საპატიო სტუმარი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის (აწსუ) პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი - მონიკა როხვაძე იყო. 

კითხვის კლუბის პრეზენტაცია სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა, მას კლუბის წევრები, მშობლებთან ერთად, დირექცია და მასწავლებლები დაესწრნენ. 

დამსწრე საზოგადოება კლუბის მიზანს, განრიგს, დაგეგმილ აქტივობებს გაეცნო. წევრებს კი, გულსაბნევები კლუბის ლოგოს გამოსახულებით გადაეცათ.

კლუბი მუშაობას წარმატებით აგრძელებს და კითხვის მოყვარული მოსწავლეების თვალსაწიერს აფართოებს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203