ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების დახმარებით, საინტერესო პროექტი შექმნეს
30-04-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან კრეატიული აზროვნებითა და შემოქმედებითი უნარებით, ამის მოწმობს V კლასის მოსწავლეთა ციფრული პროექტიც. 

მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე ვიზუალური პროგრამირების ონლაინ რესურსში scratch.mit.edu-ში შექმნეს პროექტი - „ისრიალე კატერით“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში: პრობლემის გადაჭრის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, მედიაწიგნიერების, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი აზროვნების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი, ლიკა კალანდაძე.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203