მარნეულის N3 სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფო სიმბოლოები სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
15-04-2024

მარნეულის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული შემეცნებითი გაკვეთილი მე და საზოგადოებაში თემაზე - „სახელმწიფო სიმბოლოები“. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლალა გურბანოვა ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბავშვები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და არაერთი საინტერესო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა სახელმწიფო სიმბოლოები ხალისით შეისწავლეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203