გუმბრინის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა შექმნილი „დიდი წიგნი“ და მოხატული „ვეფხისტყაოსანი“
15-04-2024
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებელ რუსუდან გუნცაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

მათ „დიდი წიგნის“ შექმნაზე, „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტების შესწავლისას, წყვილებში იმუშავეს. მათ პოემის სტროფები გადაიწერეს და თან ილუსტრაცია დაურთეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და კლასში ნამუშევრის პრეზენტაცია გამართეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203