ქუთაისის N13 საჯარო სკოლის გრანტოსანი კურსდამთავრებულები - საბა ცაბაძე და ქრისტინე გოგოლიძე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
29-03-2024
ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ახალი თაობის წარმატებულ მომავალსა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ამჯერად, სასკოლო საზოგადოება საბა ცაბაძითა და ქრისტინე გოგოლიძით ამაყობს. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100% -იან გრანტის მფლობელ სტუდენტებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს. სწორედ ამ სტუდენტების რიგებში არიან საბა ცაბაძე და ქრისტინე გოგოლიძე.

ღონისძიებას ქალაქის მერი - იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გია ბასილაძე, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე - ბექა ქებულაძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია. 
 
„ამ ბავშვებით მრავალჯერ იამაყებს სკოლა. წარმატებები მათ და უდიდესი მადლობა ქალაქ ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს და საკრებულოს ასეთი დამოკიდებულებისათვის. ჩვენი სკოლისათვის კი ასეთი მოსწავლეების სიმრავლე მისურვებია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203