დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
29-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ეწყობა თემატური ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ. ამჯერად აქტივობა გაზაფხულის შემობრძანებას და იმ დღესასწაულებს მიეძღვნა, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი და ემოციურია. 

დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს მრავალფეროვანი აქტივობებით - ბავშვებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ყველა და განსაკუთრებით საკუთარ დედიკოებს მიულოცეს ეს დღე და მასწავლებლებთან ერთად, საოცარი ატმოსფერო შექმნეს მშობლიური სკოლის კედლებში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203