წაჩხურუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
29-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს 2023-2024 სასწავლო წელი. საგანმანათლებლო ღონისძიებებით და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. 

პედაგოგთა ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლაში ყველა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები იღებენ დამატებით ინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღე იყო 21 მარტი, როცა სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული დღე მოსწავლეებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო.   

მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია და და საკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები.   

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203