კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს​
29-03-2024

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ, რაც მოსწავლეთა ეკოცნობიერებაზე აისახება. 

21 მარტს, კორბოულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და დამსწრე ტყის მნიშვნელობაზე და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. 

მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები. 

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. გარემოსდაცვითი დღესასწაულია მიზანია ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203