თივის საჯარო სკოლაში ქართველ იუნკერთა ხსოვნას საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
29-03-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.

ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეს, თივის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელმა და მოქმედმა რეზერვისტმა - გიორგი ხატიაშვილმა სკოლის მოსწავლეებთან ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა  თემაზე - „საქართველოს ჯარი“. 

მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე სამშობლოს წინაშე და იმ გმირებზე ვინც გმირულად შესწირა თავი ქვეყნის თავისუფლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203