„ზეიმობს საქართველო, ზეიმობს ჩვენი სკოლა“- ვალის N4 საჯარო სკოლა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს უერთდება
29-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 27 მარტის მზიანი დილა განსხვავებულად ლამაზად დაიწყო - ირგვლივ საქართველოს ჰიმნი და გამარჯვების ჰანგები ისმოდა. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ულოცავდნენ. მათი თვალები კი სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით აივსო.

სკოლაში ამ სიხარულს შემდეგი სლოგანით შეუერთდნენ - „ზეიმობს საქართველო, ზეიმობს ჩვენი სკოლა“.

„ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას და ვისურვებთ, რომ გამარჯვების სიხარული კიდევ ბევრჯერ განვიცადოთ“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. დაძაბული თამაში პენალტების სერიით დასრულდა, გამარჯვება კი საქართველოს დარჩა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203