„ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივ ბავშვებთან“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
29-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში რიგით მე-13 შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა ფიზიკაში, თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი“. 

„ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივ ბავშვებთან და შესანიშნავ აუდიტორიასთან ერთად, რომლისთვისაც ორი თვეა ვმუშაობთ“,- ასე დაიწყო კონფერენცია სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ საკონფერენციო თემები დაამუშავეს VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა და როგორც სკოლაში აფასებენ, მოლოდინს გადააჭარბა მათმა შექმნილმა მოდელებმა, არგუმენტირებულმა მაგალითებმა, მარტივი და გასაგები ენით გადმოცემულმა ხელოვნური ინტელექტის ფილოსოფიამ.

აღსანიშნავია, რომ ათმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია, რომელიც თითქმის 3 საათი გაგრძელდა.

სკოლაში აღნიშნეს, რომ თანამედროვე მეცნიერება ქმნის და ავითარებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც ადამიანის შრომას გაცილებით ეფექტიანს ხდის, თანაც, გაცილებით მოკლე დროში. ამ მხრივ, ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ხელოვნური ინტელექტია, რომელიც უკვე იქცა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად - თუმცა პრეზენტატორებმა ხაზი გაუსვეს რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას AI-მა სამყაროს და მას „ავთენტურობის სიკვდილიც“, კი უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი გულნაზი ჭელიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას, მონაწილეებსა და დამსწრეებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. 

გადაიფურცლა ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის კიდევ ერთი ფურცელი, რომელიც ლამაზ და შინაარსიან მოგონებად დაილექება ჩემი და დამსწრე საზოგადოების მოგონებაში.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, რომ ამდენი შრომა ჩადეთ თემების დამუშავებაში, დიდი მადლობა აუდიტორიას, სადაც სამ საათის განმავლობაში ბუზის გაფრენის ხმაც ისმოდა და ბოლოს დიდი მადლობა ჩემ ძვირფას პედკოლექტივს, რომლებიც ანშლაგით დაესწრნენ კონფერენციას“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203