ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
29-03-2024
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით გამართულ მასწავლებელთა მესამე კონფერენციაში - „ასწავლე და გააზიარე“ მონაწილეობდნენ. მისი ორგანიზატორი რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი გახლდათ.

კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების შემდეგმა მასწავლებლებმა: 

  • ნონა ბერაძე - „დანიური მეთოდები და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში“- ასახავდა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობების გამოყენებით;
  • ანა ანდღულაძე - ელექტრონული სასწავლო პროგრამის - „ჯეოჯებრა“ გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე - მასწავლებელმა კონფერენციაზე გააზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს სასწავლო პროგრამას 1-ელ კლასში, გეომეტრიული ფიგურების შესასწავლად;
  • ელენე ქავთარაძე - როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებას - წარმოჩენილი იყო როგორ შეუწყოს ხელი მასწავლებელმა მოსწავლეებში საკუთარი თავის შემეცნებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების პროცესს.

„მასწავლებელთა კონფერენციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სივრცეში ურთიერთთანამშრომლობა, კომუნიკაცია, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203