მოსწავლეთა რეიტინგული სიები გამოქვეყნდა - NAEC
29-03-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიებს აქვეყნებს.

იხილეთ ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიები. 
 
ოლიმპიადის გამარჯვებულია ყველა ის მოსწავლე, რომელმაც  მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და რეიტინგულ სიაში გადანაწილდა პირველ ათ ადგილზე.
 
გამარჯვებულია ასევე ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
 
თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ  მონაწილეს თანაბარი ქულა აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებულია თანაბარი ქულების მქონე  მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. საჭიროების შემთხვევაში კი პირველი ტურის შედეგებიც.
 
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203