პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები მოწყო
29-03-2024
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი საუბრები მოეწყო. ასევე, ჩატარდა საგანმანათლებლო აქტივობები, სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად, სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია. მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

აღსანიშნავია, რომ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ინფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203