„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
29-03-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.

მოსწავლეები ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ. 

ბავშვებმა თემატური ნახატები და პლაკატები შექმნეს. მათ ასევე დაუნის სინდრომის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სტერეოტიპები დაამსხვრიეს.

აქტივობებით ბავშვებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203