ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ევროპელი ავტორების დღე საინტერესოდ აღინიშნა
29-03-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნათია დევიძის ხელმძღვანელობით, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ევროპელი ავტორების დღე აღინიშნა.

ამ დღეს, მოსწავლეებმა სკოლაში, რამდენიმე ევროპელი მწერლის ბიოგრაფიის, მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და მათი ნაწარმოებები საინტერესოდ განიხილეს. 

ბავშვებმა იმსჯელეს და ერთმანეთს წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203