გორისის საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო კონკურსის რეგიონალურ ტურს უმასპინძლა
28-03-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში საგანამანთლებლო კონკურის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, რეგიონალური ტური გაიმართა. 

კონკურსი ტარდება უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

კონკურსში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლა, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, ამბროლაურის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა და  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლა.

გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 21 ქულა დააგროვეს და ფინალურ ტურში გადავიდნენ. 

კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გორისის სკოლა მადლობას უხდის საპატრიარქოს, აღნიშნული ღონისძიებისთვის, გუნდის ხელმძღვანელს, ცირა აბრამიშვილს გაწეული შრომისთვის, მოსწავლეებს წარმატებული მონაწილეობისთვის, მგალობელთა გუნდს ხმატკბილი გალობისათვის და მშობლებს თანადგომისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203