„ნორჩი მათემატიკოსი“ - დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი გაიმართა
28-03-2024
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული მიმდინარეობს.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, თვითმმართველობის და ნორჩ მათემატიკოსთა კლუბის წევრების ორგანიზებით, საინტერესო და სახალისო აქტოვობები დაიგეგმა. 

ერთ-ერთი აქტივობა კონკურსი - „ნორჩი მათემატიკოსი“ იყო. მასში V-დან IX კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკუთარი სურვილით ჩაერთნენ. მათ ტესტი დაწერეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203