დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სპორტისა და მათემატიკის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
28-03-2024
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე, ცოდნის გაღრმავებასა და გააქტიურებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშნელოვანი ღონისძიება თუ პროექტი იმართება. ამჯერად კი, მათემატიკის კვირეული მიმდინარეობს. 

მის ფარგლებში პირველ - მესამე კლასებში სპორტის და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები პედაგოგების - ლია ლეგაშვილისა და ანა აბესაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203