ზემოსურების საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის დღეს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მიეძღვნა 
28-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

თემა - წყალი, წყლის მნიშვნელობა ბუნებაში, რატომ აღვნიშნავთ წყლის რესურსების დაცვის დღეს - ყველა ეს საკითხი ერთად შეკრიბა და დაუკავშირა მე-2- მე-4 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილს  ბუნების მასწავლებელმა და მოწაფეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზა.

„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის. იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, იდეების წარდგენა. მათი მიზანია ასეთი პროექტებით დაიცვან ჩვენი ბუნებრივი რესურსები.უკუკავშირიც შესანიშნავად წარმოადგინეს ბავშვებმა. მადლობა ჩვენს მეორე-მეოთხე კლასს. მე-8 და მე-5 კლასის ჩართულობა ჩვენი სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - გიორგი ზამბახიძის დამსახურებაა“,- გვიყვებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით სასწავლო დღეებს სთავაზობენ.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ძირითადი მიმართულება და დანიშნულება მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (SDG) მიღწევის მხარდაჭერაა, რათა 2030 წლისთვის ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203