აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკასა და პროფესიულ თავისებურებებს გაეცნენ
28-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ ია გორგაძესთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ საგანმანათლებლო პროექტში „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“ მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანია გააღვივოს მოზარდებში ინტერესი კულტურული მემკვიდრეობისადმი, გააცნოს მოსწავლეებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა და პროფესიული თავისებურებები;

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „არქეოლოგია-პროფესია, რომელიც დროში გამოგზაურებს“. მოზარდები გაეცნენ არქეოლოგიური სამუშაოების სპეციფიკას, გონიოსა და პეტრას ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, შექმნეს თემატური ჩანახატები. შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა არქეოლოგმა კახაბერ ქამადაძემ, პრაქტიკულ სამუშაოს უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203