„როგორ დავზოგოთ წყალი?“ - ჭალეს თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა მოსახლეობას ბუნებრივი რესურსების მოფრთილებისკენ მოუწოდეს
28-03-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლეებიც გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ენგურელები“.

ახლახან, სკოლაში ეკოკლუბ „ენგურელების“ ინიციატივით გაიმართა წყლის რესურსების დაცვისა და განახლებადი ენერგიის შესახებ პრეზენტაციები.

კლუბის წევრებმა დაამზადეს ბროშურები  - „როგორ დავზოგოთ წყალი“ და დაარიგეს თემში.  ეკოკლუბელებმა ასევე შექმნეს პლაკატი - „დავზოგოთ წყალი“.

ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაზე.

ისილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203