უმაღლესების საყურადღებოდ! - დამტკიცდა მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი 
27-03-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამტკიცდა მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.

წინამდებარე უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი არის აკადემიური განათლების სტანდარტი, რომელიც მენეჯმენტის სფეროს უმაღლესი განათლების I და II საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლა‐სწავლებისა და შეფასების მიდგომებს. 

მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი აღწერს იმ ცოდნას, უნარებს, პასუხისმგებლობასა და  ავტონომიურობას, რომლებსაც სტუდენტი  მენეჯმენტის სწავლის  სფეროს  საბაკალავრო/სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამის  ფარგლებში შეიძენს.

იხილეთ, მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტი 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203