„დისციპლინა მასწავლებლის მიმართ რიდისა და პატივისცემის გამოხატვას ნიშნავს“ - კოხტის საჯარო სკოლის პედაგოგი მეგი ფარჯიანი
22-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი მეგი ფარჯიანი მოსწავლეებთან გულწრფელი, უშუალო და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია კლასში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერპატივისცემა სუფევდეს, რაც როგორც თავად მიიჩნევს, დისციპლინის დამყარებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი შრომისმოყვარეობით გამოირჩევა და ბავშვებსაც შთააგონებს - იშრომონ, ბევრი ისწავლონ, მაშინ კი აუცილებლად შეძლებენ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას. 

სტორიის პედაგოგი მეგი ფარჯიანი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- თანასწორობა, გულწრფელობა, თანამშრომლობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებლის მიმართ რიდისა და პატივისცემის გამოხატვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტს ვიშრომებდი საკუთარი თავის განვითარებისათვის და ისევ ავირჩევდი მასწავლებლის პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- რომ ვარ გულრწფელი არასოდეს არ ვიტყუები და პირობას ყოველთვის ვასრულებ.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- იმ ბავშვებს შევაყვარე საგანი, ვისაც არ ჰქონდა ინტერესი და მე-12 კლასმა ჩააბარა წარმატებით ეროვნული გამოცდები.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- გამეგო იმაზე მეტი, ვიდრე სკოლის საგნები იყო და უფრო ღრმად ჩამეხედა გარკვეულ საკითხებში განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორიული ნაშრომები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203