ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეები, ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის, დაჯილდოვდნენ
02-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ მათი შრომის შედეგია ის, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და კონკურსში ერთვებიან. ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები - მეოთხეკლასელი ანასტასია ტარიელაძე და მესამეკლასელი ჯიჯი მამულაძე ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში - „სიტყვავ ბატონო“ მონაწილეობდნენ. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და მხატვრული კითხვის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის სიგელით დაჯილდოვდნენ. მათი დამრიგებლები რუსუდან დიასამიძე და დონარი ზოიძე არიან. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203