ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
02-05-2024

უწიგნოდ, რომ თვალთახედვის ისარი მოკლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მხატვრული ლიტერატურის დახამრებით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.

23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 

ჯიმითის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ამ დღის აღსანიშნავად სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ (კლასის დამრიგებელი: ლია ბოკუჩავა). ბიბლიოთეკარმა, ქეთინო ზარდიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობასა და არსზე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნის ფონდი და წაიკითხეს მხატვრული ნაწარმოებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203