დედამიწის კვირეულის საინტერესო დაგვირგვინება -  გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მომხიბლავი „მოგზაურობა კოსმოსში“
02-05-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში დედამიწის კვირეული საინტერესო აქტივობით დაგვირგვინდა. ბავშვებისთვის მოეწყო მომხიბლავი „მოგზაურობა“ კოსმოსში. 

სკოლას მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მასწავლებლების - ნათია იდაძისა და ეკატერინე ჩხიკვაძის ინიციატივით, პლანეტარიუმი „ვარსკვლავი“ ეწვია  და ძალიან საინტერესო შოუ-პროგრამა შესთავაზა მოსწავლეებს.

აქტივობაში  მონაწილეობდნენ I - IX კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელებთან ერთად.  მათ ნახეს მულტფილმი ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურის შესახებ (ასტრონომია, ფიზიკა), იხილეს თუ როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო, კოსმოსში პლანეტების გაჩენის ისტორია მოისმინეს, მეტი შეიტყვეს დონოზავრების, უძველესი სამყაროს, მთვარეზე გაფრენის მისიის (ისტორია გეოგრაფია, ასტრონომია) და ევოლუციის შესახებ.

„ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის“ შემდეგ აქტივობის ინიციატორებმა მოსწავლეებისგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203