„ლოგიკა და მათემატიკა“ - უშგულის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
02-05-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში, მათემატიკის კონსულტანტ-მასწავლებლის - ლიანა სამნიაშვილის ხელმძღვანელობით, მათემატიკაში ვიქტორინა - „ლოგიკა და მათემატიკა“ ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სამ ჯგუფად დაიყვნენ: I ჯგუფი - V - VI კლასები; II ჯგუფი - VII - VIII - IX კლასები; III ჯგუფი: X - XI - XII კლასები.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი შეჯიბრის შედეგად, გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ესინი არიან:

V - VI კლასი

I ადგილი - თამარ ჩარქსელიანი, V კლასი;
II ადგილი - ჯანსუღ ნიჟარაძე, VI კლასი;
III ადგილი - გიორგი ღვაჩლიანი, V კლასი.

VII - VIII - IX კლასი

I ადგილი - ბარბარე ჩარქსელიანი, VII კლასი;
II ადგილი - აკაკი ღვაჩლიანი, VIII კლასი;
III ადგილი - ლუკა ჩარქსელიანი, VIII კლასი.

X - XI-  XII კლასი

I ადგილი - ნიკა რატიანი, XI კლასი;
II ადგილი - მარიამ ღვაჩლიანი, XI კლასი;
III ადგილი - თამარ ნიჟარაძე, XI კლასი.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ნონა რატიანი, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203