ჭიათურის N4 სკოლის მოსწავლეებმა მდგრადი განვითარების მიზნები და გამოწვევები საინტერესო პრეზენტაციებით განიხილეს
02-05-2024
მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი განათლებაა, ამიტომ ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები წელს არჩევით საგნად მდგრადი განვითარების მიზნებს სწავლობენ. 

„კლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურების საგანგაშო დონე, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რესურსების ამოწურვის საფრთხე - ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც თანამედროვე მსოფლიომ გადაწყვიტა, გადახედოს განვითარების კლასიკურ გეგმას და იზრუნოს ხვალინდელ დღეზე, მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ეს არის „მდგრადი განვითარება“, რომელიც პასუხობს დღევანდელ მოთხოვნილებებს იმგვარად, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში – ეს მუდმივი შემეცნებისა და სწავლების პროცესია, რომელიც სასკოლო საზოგადოებისგან მუდამ მზადყოფნას მოითხოვს, რათა:

1. გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ ადრე არსებული და დამკვიდრებული შეხედულებები, რომელთა საპასუხოდ მსოფლიოში ხდება და კვლავაც მოხდება ცვლილებები.

2. დავეხმაროთ მოსწავლეებს შეიმეცნონ რატომაა მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გაგება საჭირო და აუცილებელი;

3. აქტიურად ჩავრთოთ მოსწავლეები მდგრადი განვითარების პრობლემების განხილვაში;

4. ვასწავლოთ როგორ უნდა შეძლონ პრობლემების სხვადასხვა რაკურსით განხილვა;

5. წავახალისოთ მოსწავლეები, რომ მდგრადი განვითარების პრობლემებზე იფიქრონ არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ რეალურ ცხოვრებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც სწორედ ამ აქტუალურ თემაზე წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა არაბიძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203