6 პირობა, რომელიც საბავშვო ბაღებმა სამოქმედო გეგმის შედგენისას უნდა დააკმაყოფილონ
19-03-2024

საბავშვო ბაღებმა, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის განსაზღვრული სტანდარტის ფარგლებში, უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რა დროსაც გასათვალისწინებელია ექვსი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, მნიშვნელოვანია:

თითოეული აქტივობა იყო რეალისტური; კონკრეტული და შესრულებადი ერთ აკადემიურ/კალენდარულ წელში;

აქტივობა გამომდინარეობდეს სტრატეგიული მიზნიდან და ამოცანიდან და უნდა იყოს მათი შესრულებისკენ მიმართული;

აქტივობას ლოგიკური ბმა უნდა ჰქონდეს მიმდინარე სამოქმედო გეგმასთან;

აქტივობის განხორციელების შედეგად უნდა დადგეს მყისიერი შედეგი;

ინდიკატორები უნდა აკმაყოფილებდეს ე.წ. SMART (Specific; Measurable; Achievable; Relevant;
Timed) მოდელს და წარმოდგენილი იყოს რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი მაჩვენებლით.

ამასთან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი პირი. იგი შეიძლება იყოს დაწესებულების დირექტორი, ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელი, ან სხვა პირი, რომელიც დაწესებულების წესდებით, ან სხვა რელევანტური
მარეგულირებელი დოკუმენტით არის განსაზღვრული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203