შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიური ნივთიერებების შეერთების მასტერკლასს დაესწრნენ
12-03-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების პედაგოგ შორენა დავითაძისა და დამრიგებელ მედეა გათენაძის ხელმძღვანელობით, ფოთის კოლეჯი „ფაზისი“ მოინახულეს, სადაც დაათვალიერეს ლაბორატორია, თეორიული და პრაქტიკული სივრცეები.

მათ კოლეჯ „ფაზისში“ თბილი დახვედრა მოუწყვეს. ლაბორატორიის გარდა, ასევე მოინახულეს სამკერვალო, სახელოვნებო განყოფილება.

მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში“ ფარგლებში, პროფესიული განათლების მასწავლებლის - ნათელა ლაშხიას ხელმძღვანელობით, ქიმიური ნივთიერებების შეერთების მასტერკლასი ჩაუტარდათ.

როგორც სკოლის პედაგოგი შორენა დავითაძე გვიყვება, მას ამ გასვლითი აქტივობით სურდა მოსწავლეებისთვის ეჩვენებინა თუ როგორ შეუძლიათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება. 

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ინფორმაცია მიიღეს, დრო კი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203