წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრომეთეს მღვიმე მოინახულეს
30-04-2024
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, დედამიწის დღესათან დაკავშირებით გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 

X-VII კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელის მ.ზიბზიბაძუის ხელმძღვანელობით, სახელგანთქმული პრომეთეს მღვიმე მოინახულეს. 

კარსტულმა მღვიმემ მოსაწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი ადგილზე უშუალოდ გაეცნენ მღვიმის წარმოქმნისთვის საჭირო ბუნებრივ პირობებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით და ჰელიქტიტებით, კედლის მოფარდაგებებით, კარსტული ნაღვენთებით, „ორღნის მილებით“ და მორთული დარბაზებით.

აღსანიშნავია, რომ ბუნების ამ უნიკალური ძეგლის გაცნობამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეებ იმ ჭეშმარიტებაში, რომ დედამიწას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, რათა შემდგომმა თაობებმაც Შეძლონ მისი სილამაზის ხილვა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203