ნორიოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
30-04-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებული აქტივობის ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლებმა საინფორმაციო სახის პრეზენტაცია - „გადავარჩინოთ დედამიწა ნარჩენებისაგან“  ჩაატარეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

გარდა ამისა, სკოლაში ნახატებისა და პლაკატების გამოფენა გაიმართა. პრეზენტაცია კი მე-5, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმათეს. აღსანიშნავია, რომ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203