მატნის N2 საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრება გაიმართა
06-03-2024

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროექტული სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სამოქალაქო განათლებაში (პედაგოგი ციური ბასაძიშვილი) განხორციელებული პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, სასკოლო სპორტულმა კლუბმა - „არწივები“, მატნის N1საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდს უმასპინძლა.

მოსწავლეთა შორის შეჯიბრი, როგორც გვიყვებიან, ჩატარდა მხიარულ, მეგობრულ ატმოსფეროში, რომელიც დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით.

მოსწავლები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

​სკოლაში გამარჯვებულ გუნდს ულოცავენ წარმატებას.

„სკოლის პედსაზოგადოების სახელით, გილოცავთ ჩვენო საყვარელო ბავშვებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203