ოკამის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი ჩატარდა
23-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 და N2 საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ, რაც მათი ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, აღნიშნული სკოლების მოსწავლეებს შორის, მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრი ჩატარდა, რომელსაც სპორტის მასწავლებელი გურამ ოქროაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობა სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. მისი მეშვეობით, ბავშვებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და ღონისძიებები სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203