„ვინ არის ყველაზე ჭკვიანი?“ - იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
22-02-2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

15 თებერვალს, იორმუღანლოს საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი - „ვინ არის ყველაზე ჭკვიანი?“ რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მე-8/მე-9 კლასის მოსწავლეები.

ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ პრიზები.

„მადლობა სკოლის დირექტორს რიზვან უსუბოვსა და იმ კოლეგებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ღონისძიების ჩატარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203