კლდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
21-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

ბავშვებმა ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე, თავიანთი საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს შერჩეული მონაკვეთები, ისაუბრეს პერსონაჟებზე, ყურადღებით უსმენდნენ წაკითხულ მოთხრობებს და ხალისით პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.

„ვფიქრობ, რომ ეს დღე მათ მეხსიერებაში სასიამოვნოდ დარჩება და იმეგობრებენ წიგნებთან“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203