დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მირიან ამოევმა შემოქმედებით კონურსში პირველი ადგილი დაიკავა
19-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და მონდომებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არაერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში მეთორმეტე კლასის მოსწავლის მირიან ამოევის მიღწევით ხარობენ. ის სრულიად საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობდა. 

მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა და კონკურსის ფარგელბში, ნამუშევარი თექით შეასრულა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან პირველი ადგილი დაიკავა, რისთვისაც დიპლომითა და საჩუქრით დაჯილდოვდა. 

„სკოლა ულოცავს მირიანს და წარმატებულ მომავალს უსურვებს“,- სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203