ტყემლოვანის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა
15-02-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას ენთუზიაზმით შეუერთდა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით საყვარელი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს, მათ შესახებ იმსჯელეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

ბავშვებმა ასევე კითხვის მნიშვნელობაზე, საჭიროებაზე ისაუბრეს და წიგნის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203