ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი წინასაახალწლო დღეები
24-01-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვების მოტივაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათ შორის, აღსანიშნავია, საახალწლო შთამბეჭდავი, დაუვიწყარი და ლამაზი ღონისძიება. როგორც სკოლაში გვეუბნებიან არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვისაც ემოციური იყო. 

მოსწავლეებმა 2023 წელი მხიარულად - ცეკვითა და სიმღერით გააცილეს და 2024 წელს ახალი გეგმებით შეეგებნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი - „ჯადოსნურ სამყაროში“. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ზღაპრული განწყობა აჩუქეს. 

ასევე, სკოლის მოსწავლეებმა მოაწყეს თვითნაკეთი ნივთების გამოფენა და გამოუშვეს კედლის საახალწლო გაზეთი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203