მატნის N2 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები პედაგოგ მზიური თაგოშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ
11-01-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე, ასევე თავადაც არასდროს წყვეტენ სწავლას. 

სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა. სტატუსი მზიური თაგოშვილმა მოიპოვა. 

სკოლაში პედაგოგის პროფესიულ წინსვლა ახარებთ და მას წარმატებას უსურვებენ. 

„ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედსაზოგადოება ვულოცავთ პედაგოგ მზიური თაგოშვილს კარიერულ წინსვლას - უფროსი მასწავლებლის სტატუსს! ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნულის სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203